დღეს, 17:23
კოპირება
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და “ლანჩხუთის” 21 წლის მეკარე თათია გაბუნიას მიმართ იტალიური კლუბის მხრიდან სატრანსფერო ინტერესის შესახებ ინფორმაციას პოპულარული ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს, რომელსაც გავრცელებული ცნობა ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” დაუდასტურა: „გაბუნიამ წინადადება იტალიის ქალთა სამოყვარულო მესამე ლიგის (სერია C) კლუბ „აპრილია რასინგისგან“ მიიღო. მოთამაშეს სკ „ლანჩხუთთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ორივე მხარის შეთანხმებით, მისი შეწყვეტის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება.”
ქართულ ქალთა ფეხბურთში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოთამაშის ტრანსფერით უცხოური კლუბი დაინტერესდა. ჩოხატაურელი თათია გაბუნია ეროვნულ ნაკრებში გამორჩეულია და თავი „ლანჩხუთის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ მატჩებშიც გამოიჩინა.