ინციდენტი ირანში – გუბერნატორს ინაუგურაციის ცერემონიაზე სახეში გაარტყეს

ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ახალ გუბერნატორს, ზეინოლაბედინ ხორამს ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს სახეში გაარტყეს. პირი, რომელმაც ახალ გუბერნატორს შეურაცხყოფა მიაყენა, ირანის სამხედრო ძალების წარმომადგენელია.

უცნობია, რა გახდა მისი ქმედების მოტივი. ადგილზე სიტუაციის განმუხტვა გუბერნატორის პირადმა დაცვამ შეძლო.

rustavi2.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share