ფაქტი, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ: იაპონელი ხალხის გამოგონებები ყოველთვის არაორდინალური, უცნაური, გენიალური და სასარგებლოა. წარმოგიდგენთ საინტერესო გამოგონებებს, რომლის შექმნაზე იაპონელის გარდა სხვა არავინ იფიქრებდა:
1. სააბაზანოს ბალიში, რომელიც საშუალებას გაძლევთ წყალში მშვიდად იწვეთ და არ ინერვიულოთ იმაზე, ტელეფონი წყალში რომ არ ჩაგივარდეთ.
2. ეს საყვარელი ფუმფულა სათამაშო არაა, ეს არის ჭკვიანი რობოტი, რომელიც გატყობინებთ, როდის უნდა გამოიცვალოთ წინდები. თუკი წინდებს სუნი არ ასდით, ძაღლი მხიარულად აქნევს კუდს, საპირისპირო შემთხვევაში კი “გული მისდის”.
3. კარაქის სახეხი, ნამდვილად მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დილით საუზმე უყვარს.
4. იაპონელებისთვის ჩვეულებრივი კომპიუტერის მაუსიც მოსაწყენი გახდა და მის ჩანაცვლებას ჭკვიანი ხელთათმანით ცდილობენ.
5. იაპონელებმა ეს ჯერი კიდევ 1956 წელს გამოიგონეს, წარმოიდგინეთ რა მოსახერხებელია, იბანთ ხელს, წყალს კი უნიტაზის ჩასარეცხად იყენებთ.
6. არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თქვენი არყოფნის შემთხვევაში ლეპტოპი ვინმემ დაუკითხავად არ აიღოს. ამაში პორტატული სიგნალიზაცია დაგეხმარებათ.
7. Aasahi Power Services -მა ქუდი-ქოლგა გამოიგონა მათვის, ვისაც ქოლგის ხელში დაჭერა ეზარება.
8. ალბათ, არც გიფიქრიათ პატარა ნივთების გარეცხვა სარეცხ მანქანაში. ამ პატარა მანქანაში შეგიძლიათ გარეცხოთ ისეთი ნივთები, როგორებიცაა მაკიაჟის სპონჟები, წყალგაუმტარი საათები, სამკაულები…
9. Panasonic-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა მძღოლების კონტროლისთვის, საჭესთან რომ არ ჩაეძინოთ. ის ამოწმებს სახის გამომეტყველებას და პოტენციური საფრთხის ამოცნობაც შეუძლია.
10. ამ კარის სახელურზე დამაგრებული მოწყობილობა ვიბრირებას იწყებს თუკი კარს ვინმე 3-4 მეტრში მიუახლოვდება. ამით გაიგებთ ვინმე ხომ არ ცდილობს კარის გახსნას.
11. ჭკვიანი სარკე ანალიზს უკეთებს თქვენს სახეს, კანის ტექსტურას, ნიშნავს ნაკლოვანებებს და მის მიხედვით ბეჭდავს მაკიაჟის ნიღაბს, თუ როგორი იქნებოდა უკეთესი თქვენი სახისთვის.
12. ბალიში, რომელშიც სილიკონის წერტილებია ჩამაგრებული, ამიტომ პლანშეტს, ტელეფონს ან სხვა მოწყობილობას კარგად დაიჭერს.
13. იაპონიაში კარაოკე-კლუბები ძალიან პოპულარულია, ამიტომაც გამოიგონეს ჯიბის მიკროფონი, რომელზეც სელფის ჯოხიცაა დამაგრებული.
14. ბალიში, რომელსაც დინამიკი აქვს ჩამონტაჟებული, ამიტომ, ტელევიზორის ყურებისას მასზე თავი თუ დადეთ, ამით ცალ ყურს არ დაიხშობთ.
15. ჭკვიანი ინდიკატორი, რომელიც გიჩვენებთ სწრადი მომზადების ლაფშა მზადაა თუ არა.intermedia.ge