მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი “საკვებს იღებს”, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარი აქცენტების” საგანგებო ეთერში ექსპერიმენტი ჩაატარა.
ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში, ექიმების თანდასწრებით მიიღო ყველა ის საკვები დანამატი, რაც პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა.
ექიმების თქმით, ამ ხილფაფებისა და საკვები დანამატების დოზები ზრდასრული ადამიანისთვის განსაზღვრულ დღიურ ნორმას ძალიან ჩამოუვარდება.