მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება, რადგან შიმშილობის თითქმის 40 დღის შემდეგ, მისი მდგომარეობა საყურადღებოა:
რაც შეეხება კლინიკაში გადაყვანას, ეს ადამიანურია, ჰუმანურია. ასეთი ადამიანი, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი პიროვნება როგორიც მიხეილ სააკაშვილია და მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც ასეთი მძიმე ფიზიკური სტრესის ქვეშ არის, მე ვფიქრობ განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
დღეს მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და შიმშილობის 39-ე დღეა.