“მიშას კი არა, შენი სიკვდილიც კი არ მინდა, შე წვერებიანო @@@” – გვარამია ხაინდრავას

არავის უნდა სააკაშვილის გარდაცვალება, სახარებაზე ხელს დავდებ. არცერთ ჩვენგანს არ უნდა. და გვარამიას უნდა. გაბუნიამ პირდაპირ თქვა, უნდა მოკვდე მანდ, იქიდან არ გამოხვიდე, თორემ დავიღუპეთ ყველანიო. მათ უნდათ მისი სიკვდილი. ვიღაც მომიტინგის კი არა, სააკაშვილის სიკვდილი უნდათ, იმიტომ რომ ეს ბოლოა, მეტი არაფერი აქვთ”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“სოხუმის კომენდანტობის დროს, აფხაზეთის ომში, მთელი ქალაქის მორფის მარაგი რომ დააბარიგე და ათობით დაჭრილი ბიჭი რომ ტკივილის შოკით მოკვდა და არა ჭრილობით, კი არ დამვიწყნია.
ხოდა.
მიშას კი არა, შენი სიკვდილიც კი არ მინდა, შე წვერებიანო @@@”.-წერს  ნიკა გვარამია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share