მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს – პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს, ამის შესახებ ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილს არ სჯერა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება.

“ეს არის არამხოლოდ სასამართლოს განაჩენი სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე, ეს არის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაჩენის საფუძველიც. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება”, – ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share