“უსმენთ, ქოცები რა გორლაზე არიან?
ჰოდა, ოპოზიციის ლიდერებო, საყვარლებო:
დღეს რომ ხალხს შეკრებთ, გახსოვდეთ, რომ ძალა მაგ ხალხშია, ოღონდ ძალას სჭირდება მართვა. განვლილი 9 წლისგან განსხვავებული მოქმედება და ლიდერობა.
ქუჩაში მშვიდობიან მიტინგს შეეჩვია ქოცი – დიდ ფულს გადაიხდის და 2 მაგდენს მოყრის.
რასაც ვერ შეეჩვევა და ვერ აიტანს, მაიდანია.
არ შეგაშინოს ამ სიტყვამ.
სხვა გზა არ გაქვს.
მუდმივი პროტესტი. სხვადასხვა ადგილას.
მეგაფონები და ხმაური.
კარვები ქალაქების ცენტრებში. მუდმივი მზადყოფნა რომ ნარკომანებს, ძველ ბიჭებს, ჩოხოსნებს… მოგიგზავნიან და ჩხუბს ეცდებიან. მაგრამ უნდა იდგე.
და გამოათრიო ჩინოვნიკები და ჩააყუდო ნაგვის ურნაში. მაგრად მუშაობს, როგორც უკრაინულმა კლასიკამ გვაჩვენა.
თუ არ იზამ, წაგებული ხარ და მაგ დიაგნოზს მე და ჩემნაირები უკვე ამ საღამოს დაგისვამთ. მერე ჩვენ ჩაგვაყუდებენ ნაგვის ურნებში, პარაშაში, ვირის აბანოში. იმათ ხელი არ აუკანკანკალდებათ და არ შევეცოდებით.
გახსოვდეს, რომ მეუფე ნიკოლოზიც კი ყველასთან ვერ მოვა”. -წერს ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი, Facebook-ის პირად გვერდზე.