კარგია, რომ დღევანდელ დღემდე მიხეილ სააკაშვილს არჩეული ჰქონდა შიმშილობის ის ფორმა, რომელიც საფრთხეს არ უქმნიდა არც მის სიცოცხლეს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტით გაქარწყლდა ის ტყუილი, რომლის მიხედვითაც თითქოს მესამე პრეზიდენტი მდგომარეობა ყოველდღიურად მძმიმდებოდა.
კარგია, რომ დღევანდელ დღემდე მას არჩეული ჰქონდა შიმშილობის ის ფორმა, რომელიც საფრთხეს არ უქმნიდა არც მის სიცოცხლეს, არც მის ჯანმრთელობას. კარგია, ეს რომ გავიგეთ, იმიტომ, რომ ამით ის ტყუილი გაქარწყლდა, თითქოს ყოველდღიურად მძიმდებოდა. შიმშილობის მესამე დღეს დავიწყეთ განცხადებების მოსმენა, რომ “ბოლო საათებია, ბოლო წუთებია, აი, ახლა წავა იმქვეყნად, რაღაცა საშინელება მოხდება”, მაგრამ გავიდა უკვე თითქმის 40 დღე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელად არის, იმიტომ, რომ იღებდა საკვებ დანამატებს, – თქვა სუბარმა.
მმართველი გუნდის წევრია ასევე მესამე პრეზიდენტის ზიარების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ზიარება და აღსარება სააკაშვილს ვერ უშველის, რადგან მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ ჩაანაცვლებს.
ვერც აღსარება, ვერც სინანული ვერ უშველის, ვერ ჩაანაცვლებს მართლსამჯულების აღსრულებას, მართლმსაჯულება აღსრულდება, ეს არის სახელმწიფოს საქმე. მიტევება, ზიარება, ეს არის ეკლესიის საქმე, – თქვა სუბარმა.