ია ვოლსკი რუსული პროპაგანდისტული ტელეეთერით, საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
“თქვენ ნახეთ ქართულ დროშაზე რო იდგა ხო? სხვა დროშაზე არ გინახავთ? მაგალითად რუსულ დროშაზე…ამ პროკრემლური და აგრესიული არხისაგან რას მოველით, ქართული დროშის პატივისცემას მოველით თუ რა. ასეთი ფორმატი აქვთ სულელური მე ვიტყოდი, თუმცა იქ რუსულ დროშაზეც იდგნენ და სხვა ქვეყნების დროშაზეც, მაგრამ ჩვენ ქართული დროშა გვტკივა”,- ამბობს ვოლსკი.