”დაგვეხმარეთ, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი”

”მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც ნათელი იყო რომ ელოდება. ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი.

ძალიან გთხოვთ. ვიცი, ყველაფერი კეთდება. ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელსა და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე. ძალიან გთხოვთ.”-

პატიმრობაში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share