ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ამბობს, რომ ის პალატა, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს და რომელშიც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სათანადოდ არ არის აღჭურვილი.
მისივე განმარტებით, სააკაშვილის შიმშილობის ფაზა ისეთ ეტაპზე არის გადასული, რომ ახლა შიმშილობის შეწყვეტაც კი, მისი ორგანიზმისთვის შესაძლოა საშიში იყოს.
“ამ კადრების მიხედვითაც ჩანს, რომ ეს დანადგარები საკმარისი არ არის. აშკარად ჩანს, რომ მოხდეს სიტუაციის დამძიმება, შეუძლებელი იქნება უცებ ჩატარდეს რეანიმალციული ღონისძიებები. მით უმეტეს ის დარღვევები რაც სააკაშვილს გააჩნია ორგანიზმში, ამან შესაძლოა ყოველ წუთს გამოიწვიოს შეუქცევადი მოვლენები, რომ რეანიმაციული ღონისძიებებიც კი გახდეს სრულიად უსარგებლო.
კადრში ვხედავთ სტანდარტულ პალატას. ეს არ არის ორდინარული სიტუაცია… შიმშილობა გადაცდა იმ ზღვარს, როცა კვების აღდგენა არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება. ახლა სახიფათო ცვლილეები ხდება. ადამიანის მდგომარეობის ადეკვატური, ოფიციალური შეფასება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ – ეს სირცხვილია”, – განაცხადა ზურაბ გურულმა.
ცნობისთბის, სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.