თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის რეკომენდაციით, 12 წელს ზემოთ ასაკის ყველა ბავშვი უნდა აიცრას. თენგიზ ცერცვაძე ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდვაქცნით იმუნიზაციის პროცესს დადებითად აფასებს, თუმცა, მისი თქმით, პანდემიის შეჩერების კუთხით, ეს მნიშვნელოვან გარდატეხას ვერ მოახდენს და გააქტიურებისკენ ასაკოვან მოქალაქეებს მოუწოდებს.
„ბევრი მეკითხება რჩევას, აცრას თუ არა ამ ასაკის ბავშვები კოვიდვაქცინით. დიახ, ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აცრან. მაგრამ ეს ჯგუფი გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე, რამეთუ ძირითადი რაოდენობა მაინც მოდის ასაკობრივ ადამიანებზე,“- აცხადებს ცერცვაძე.
9 ნოემბერს იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაციას „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით. აქამდე, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრა იყო შესაძლებელი.