ლნჩხუთში, სამ დღეში, “ლიბერთი ბანკის” 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
“სამ დღეში “ლიბერთი ბანკის ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონა ვირუსი.თითქმის ყველა ორგანიზაციაში გვხვდება ცალკეული შემთხვევები. გვყავს თითო-თითო ინფიცირებული სახვადასხვა აფთიაქების ქსელში. კონტაქტები მოძიებულია და გატარებულია შესაბამისი ზომები.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 106 შემთხვევა დადასტურდა.