“ხალხი უნდა გამოვიდეს და კიდევ ერთხელ დაანახოს ხელისულებას თავისი მტკიცე პოზიცია, თავისი მოთხოვნა პრეზიდენტის გადასარჩენად” – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას ეხმაურება. ის გლდანის ციხესთან ცოტა ხნის წინ თანამოაზრეებთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, ქვეყანა იმართება რუსული სქემებით და “ქართული ოცნება” სწორედ რუსული ოცნების შემსრულებელი ძალაა.
ჩვენ უკვე პრინციპში შევეგუეთ, რომ ჩვენი ქვეყანა იმართება რუსული სქემებით, რომ ქართული ოცნება არის რუსული ოცნების შემსრულებელი ძალა, რომ ეს ხელისუფლება კლავს მესამე პრეზიდენტს, ჩვენ საზოგადოების დიდი ნაწილი ვითხოვთ ძალიან მცირედს.
ვითხოვთ პრეზიდენტის გადაყვანას მულტიპროფილურ დაწესებულებაში, სადაც მოხდება მისი გადარჩენა. ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამიტომ ხალხი უნდა გამოვიდეს და კიდევ ერთხელ დაანახოს ხელისუფლებას თავისი მტკიცე პოზიცია თავისი მოთხოვნა პრეზიდენტის გადასარჩენად.
ყველა უნდა დაირაზმოს, გამოვიდეს ძალიან დიდი მასა და გადაიყვანოს ამ ხელისუფლებამ პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში, რომ ის გადარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ მკვლელობის მომსწრენი, რომელსაც აი ასე მიზანმიმარულად თვენახევრის განმავლობაში აწარმოებს ქართული ოცნება. – თქვა დათო ქაცარავამ.
ამ წუთებში გლდანის ციხის ტერიტორიაზე სამართალდამცველების საგანგებო მობილიზებაა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.