“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია:
“როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია. ზოგადად, გინდა სამართლიან სასამართლოზე და გინდა ნებისმიერ სხვა რამეზე. კაცს კლავს სისტემა – რა სასამართლო, რა სამართლიანი? სიცოცხლეზე ღირებული არაფერია და წამებაზე მძიმეც – არაფერი.
ამიტომაც, უნდა დავფიქრდეთ კარგად, ვიდრე ყველა მიმართულებით ვიყვირებთ და გავშლით მესიჯებს. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მკაფიო ჩვენს პრიორიტეტებში, რომ არ დავუტოვოთ სამოძრაო სივრცე არც ზედმეტად ფრთხილ მეგობრებს და არც ზედმეტად ნაძირალა მოწინააღმდეგეს.
არც სამედიცინო ჯვარი მუშაობს, არც საეკლესიო.
არც ექიმის პროფესიული ზრუნვაა და არც მღვდლის ქრისტიანული სიკეთე.
ესაა საქართველო დღეს. ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა.”