“პასუხი უნდა აგოთ ვანდალიზმისთვის”-ლიხაურში ოცამდე კაკლის ხე მოჭრეს

ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia

პასუხი უნდა აგოთ ვანდალიზმისთვის, რაც ამ ორ დღეში ჩაიდინეთ სოფელ ლიხაურში.

ასევე პასუხს მოვთხოვთ გურიის სატყეო სამსახურს: რომელმაც გასცა ნებართვა და მოჭრილ იქნა დაახლოებით 20 ძირი ჯანსაღი მსხმოიარე კაკლის ხეები და სხვა ჯიშის ხეები , საოცრად რომ აცოცხლებდა და აგრილებდა აქაურობას. სამწუხაროდ თვითიზოლაციის გამო, გვიან შევიტყვე ამ ფაქტის შესახებ.

“ენერგოპროჯორჯიის” ოზურგეთის ფილიალის ხელ-ლმა სატელეფონო საუბარში მომახსენა-კონტრაქტი გვაქვს და ხეები რომელიც ელექტრო ძაბვასთან ახლოსა უნდა მოვჭრათო.

ოზურგეთის სატყეოს ხელმძღვანელს დავუკავშირდი და მე ახალი ვარო. ანუ ძველ ხელმძღვანელობას გაუცია ნებართვა და დაუნომრავთ ხეები.

ხვალ გამოვიძახებ გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჯგუფს. დავადგენთ გარემოზე მიყენებულ ზიანს. ვინ იცის კიდევ რამდენი ხე აქვს კომპანიას დანომრილი მოსაჭრელად. გამოვითხოვთ ყველა დოკუმენტაციასა თუ ნებართვებს.

ამ ადგილზე, ისევ დავრგავთ კაკლის ხეებს მე და ჩემი მოსწავლეები.

თუ ხე იწვევს ძაბვის მიწოდებაში შეფერხებას, უნდა მოხდეს მისი დაბელვა და არა ძირში მოჭრა! ვინ მოგცათ უფლება ჩაიდინოთ ვანდალიზმი? ის რაც წლეები ამშვენებდა ამ სანაპიროს, ორ დღეში გაანადგურეს.

ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი, პედაგოგი ირმა გორდელაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share