როგორ გაიყო სოფელი ბუკნარი ქრისტიანებად და მუსლიმებად? რატომ დაუპირისპირდა ბუკნარელი ქრისტიანების ნაწილი მუსლიმ მეზობლებს, რომლებთანაც ათწლეულებია უკონფლიქტოდ თანაცხოვრობდნენ? მოგვარდა თუ არა პრობლემა კამერების წინ შერიგებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ?
ვრცელი რეპორტაჟ სოფლიდან, რომელიც ორი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის ყურადღბის ეპიცენტრში იყო.
“დაპირისპირება დაიწყო სოციალური ქსელიდან, იყო მოწოდება-“დავდგეთ ჩვენი სოფლის სადარაჯოზე. მუსლიმანური მრევლის წინააღმდეგ იყო ეს მიმართული. არანაირი კანონდარღვევა ჩვენ არ გვქონია. მეჩეთი ხალხმა შეიძინა შემოწირულობებით და დაიწყეს ლოცვა. არანაირი კანონდარღვევა იქ არ მომხდარა, მაგრამ ჩვენს ძმებს ეს ვერ დავაჯერეთ და წამოვიდა აგრესია, სხვადასხვა მოწოდებებით, შეურაცხმყოფელი მომართვები. უმრავლესობამ გადააჭარბა. რატომ უნდა გამიპროტესტო რისი უფლებაც მაქვს”?-ამბობს თონა ქათამაძე.
შუშანა კონცელიძე: “ვინ უნდა გააღიზიანოს ჩემმა ლოცვამ? აურზაურია, ვინმეს მყუდროებას ვურღვევთ თუ სხვა? ხომ გვაქვს კონსტიტუციურად ამის უფლება? ჩვენ ვცდილობთ არავინ არ გავაღიზიანოთ, მაგრამ ჩუმად რატომ უნდა ვილოცოთ? ახლაც კომუნისტების დრო ხომარაა”?
მარინა გოგოლაძე: “არ ვიცი რომელ ქართველს უნდა მოეწონოს, რომ ყოველ მეორე-მესამე სოფელში გურიაში იყოს მეჩეთი., მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ამის უფლება. რამდენიმე მუსლიმი მივიდა აქაურ ქრისტიანებთან და უთხრეს, რომ აქ ჩვენ ნებართვა გვაქვს და იქნება მეჩეთი. მე დავწერე ეს ფეისბუკზე და მოვნიშნე ქრისტიანი მეგობრები-“დავდგეთ ჩვენი სოფლის სადარაჯოზე”.
ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა ჩაგვექოლა. არანაირი მტკიცებულება არ მაქვს ამის, მაგრამ ვინც ეს მითხრა, იმედია ინამუსებს, რომ არ იუაროს. მე არ მინდა თურქული ფულით აქ რამე კეთდებოდეს. არ ვემხრობი იმას, რომ ამ ხალხს მოიხსენიებენ თათრებად. არ არიან ესენი თათრები”-ამბობს სკოლის დირექტორი, რომლის ფეისბუქ პოსტმა მაშინ ძალიან დიდი ვნებათაღელვა ფგამოიწვია.
სულიკო ანთიძე: მოდის ეს ხალხი აქ და ლოცულობს. არანაირი თურქული ფული აქ არ ყოფილა. ჩვენი ფული ავაგროვეთ და შევიძინეთ ეს სახლი, რომ გველოცა. მანამდე დავდიოდით მანქანით ნასაკირალში, ქაქუთში, მაგრამ იქაც არ არის ტევადობა. ამ ხალხმა მიიღო ცრუ ინფორმაცია, თითქოს აქ გვინდოდა მინარეთი. ასეთ რამეზე საერთოდ არაა საუბარი”.
“მუსულმანების აქ ჩამოსვლა დაიწყო 1950 წელს. მაგათ აქ ლოცვაზე ხელი არასდროს არშეშლიათ. ხომ შეიძლებოდა მოსულიყვნენ, ეთქვათ, ასე ვაპირებთ ძმებოო, მარა ჩუმად აპირებდნენ და ამან გამოიწვია ჩვენი გაღიზიანება”
“ახლაც გვაქვს მისვლა-მოსვლა ახალგაზრდებს, რომ ვარკვევთ რა პროვოკაციას წამოგვაგო ხუთმა და ექვსმა ადამიანმა. მე ამ ყველაფერს დავაბრალებ მაინც შემთხვევითობას”
“ეს არის მართლა სირცხვილი, რას ქვია მარტო მე ვიყო და ის არ იყოს”?
“დღეს არც აჭარა ეკუთვნის მარტო აჭარლებს და არც გურია ეკუთვნის მარტო გურულებს. ყველა კუთხის შვილები ცხოვრობენ იქაც და აქაც, ქართველები”.
“მე სხვა ქვეყანა და სამშობლო არ გამაჩნია. ჩემი სოფელი ეს ბუკნარია. არსად არ მაქვს სხვაგან წასასვლელი და არც უნდა წავიდე”
“ხელისუფლებამ დააგვიანა მოსვლა. ერთმანეთთან გაზრდილებ ახალგაზრდებს რა უნდა ჰქონოდათ ერთმანეთში გასარკვევი? ერთად დაბადებულები და გაზრდილები არიან. იქეთაც და აქეთაც ჩემი ძმები იყო ყველა. კომუნისტობის წყობა რომ იყო, მაშინ ჩამოვედი შუა ხევიდან აქ. ისეთი მეზობლობა გვქონდა ყველას, საოცარი. მაშინ ჩაიში დავდიოდით, შემოვიდოდნენ ჩემს ეზოში, მუხის ძირში ვიჯექით, ჩაის ვსვამდით, კამპოტს. თმერთმა ნუ ქნას ჩვენ ეს ცხოვრება წაგვეშალოს. ჩვენ თქვენ რას ნიშნავს? ქართველები არ ვართ ყველა? ერთს ვემსახურებით ყველა-ღმერთს”.
“ჩადრიანი ბებიების მუხლებზე ვარ გაზრდილი. გამორჩეული იყო ეს სოფელი მაგ ,მხრივ, რომ აქ ვერასდროს გაიგონებდი, რომ რამე მიუღებელი იყო ამ ორ მხარეს შორის. უბრალოდ პროვოკაცია იყო ეს. უთხრეს გურულებს, რომ თურქული ფულით, ჩუმად უნდა აშენებულიყო სალოცავი და ისე აირია ეს ტყუილ-მართალი ერთმანეთში, გარკვევა გართულდა”.
“ჩემს მეგობარს რომ ბინმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ეს ჩემთვის მძიმე მოსასმენი იყო. 21-ე საუკუნეში ლაპარაკი რელიგიურ კუთვნილებაზე ძალიან დაბალ დონედ მეჩვენება”-გვითხრა თათია პაქსაძემ.
“ეს სიტუაცია იყო გამონაკლისი, რომ მე დამჭირდა მტკიცება იმის, რომ მე ვარ ქართველი”
“შედეგი გვაქვს ის, რომ არის სიმშვიდე აბსოლუტური. ეს სიტუაცია იყო პროვოკაციის შედეგი. ისეთი ადამიანები ვნახე აქ, გურულები, რომლებიც წლობით არ მინახაბვს აქ და ისე ჩართულები იყვნენ აქტიურად ამ დაძაბულობაში. ჩვენ მეტად შეგვიყვარდა კიდევ ერთმანეთი და ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენს შორის შუღლს”.
“ვის რა რელიგიაც უნდა, იმას უნდა ემსახუროს, ოღონდ გულით ილოცოს, გულით”
“არასდროს არ მიშლის ჩემი მოძმეების ეკლესია იქეთ რომ დგას, სულ იგუგუნოს ზარებმა. აქეთ იყოს ჩვენი ლოცვაც. უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს ნათქვამი სიტყვები. უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს და ბიძგი არ მივცეთ რაიმე უარესს”.
ამონარიდები “რადიო თავისუფლების” მიერ მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტიდან.