„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე ცოცხალი ჯაჭვის აქციას გამართავენ

„ვარდებიის რეოვლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით ხვალ, 23 ნოემბერს, თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით აქციას გამართავენ.

შესაბამისი ფეისბუკ ივენთი სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა შექმნა:

„2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია – რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად.

18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე“ – წერია ღონისძიების აღწერაში.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა.  საპროტესტო აქციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

/netgazeti.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share