მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი “ტვ პირველთან” აცხადებს,რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია და ფსიქოლოგის დამხარება სჭირდება. ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა 15 საათიანი ლოდინის შემდეგ მიიღო.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი 15 საათის განმავლობაში. სხვაობა არის ძალიან დიდი ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50 დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო, მან გადაიარა დიდი რეპრესიები და ამან არ ჩაიარა უკვალოდ. მიხეილ სააკასვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მე ვერ მივიღე ინფორმაცია და პასუხები როგორ მიმდინარეობს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა,მაგრამ სააკაშვილმა მითხრა, რომ აქვს უკეთესი პირობები. სააკაშვილმა მითხრა, რომ მზად არის მივიდეს სასამართლოში და დაიცვას საკუთარი თავი”, – ამბობს ადვოკატი.