ციხის კარის გასაღები ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს აბარიათ, გადაიხდიან – ჩხაკ, გასაღებს გადაწევენ – სუბარი

მის ხელშია გასაღები, როდის გამოვა ციხიდან. ციხის კარის გასაღები ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს აბარიათ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„თავისთავად ცუდია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ზის ციხეში, ოღონდ ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდანა და შეიძლება, სწორედ ამიტომ აირჩიეს ლიდერად. ამაზე თვითონ აქვთ პასუხი, მე არ მაქვს. მის ხელშია გასაღები, როდის გამოვა ციხიდან. ციხის კარის გასაღები ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს აბარიათ. გადაიხდიან – ჩხაკ, გასაღებს გადაწევენ და გარეთ გამოვლენ. დამნაშავე ყველა ქვეყანაში ისჯება. ჩვენ ვნახეთ, რომ შეერთებულ შტატებში კონგრესის თანამშრომელი დაიჭირეს, ერთ-ერთ სენატორს იმუნიტეტი შეუწყვიტეს. ეს ნორმალური მოვლენაა, ჩადენილი დანაშაულის გამო ყველა პასუხის აგებს”, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share