Ita Sport-ის თანახმად, რომელიც ანტისადოპინგო პროგრამას ახორციელებს, ევროპის 2012 წლის ძალოსნობის ჩემპიონატზე 13 სპორტსმენს დარღვევები აღმოაჩნდა. მათ შორის, რაულ ცირეკიძე და ირაკლი თურმანიძეც არიან – ხსენებული პირველობის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი.
აღსანიშნავია, რომ თავის დროს დოპინ-სინჯები უარყოფითად შეფასდა, უახლოესი მეთოდოლოგიით ჩატარებულმა კვლევამ კი ანაბოლური სტერეოიდის კვალი აღმოაჩინა.
ხსენებულ ქართველ ძალოსნებს, რომელთაც სპორტული კარიერა უკვე დაასრულეს, უფლება აქვთ სინჯების გადამოწმება მოითხოვონ.