“FREEMISHA” – მოძრაობა “საქართველოსთვის” თავისუფლების მოედანზე აქცია-პერფორმანსს მართავს

მოძრაობა “სქართველოსთვის” წევრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქცია სიმბოლურად წმინდა გიორგის მონუმენტთან ტარდება, სადაც პროტესტის მონაწილეებს წარწერა “FREEMISHA” აქვთ გაშლილი.

პროტესტის მონაწილეები ღარიბაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ და მესამე პრეზიდენტის გათვაისუფლებისკენ მოუწოდებენ.

”სიმბოლურად მოვედით თვაისუფლების მოედანზე. უზარმახზარი ასოები მიკავია, როგორც ხედავთ და ხვალ მოვუწოდებთ თითეულ მოქალაქეს, მოვიდნენ სასამართლოში, რადგან დღეს სირცხვილია, რომ მესამე პრეზიდნეტი ციხეშია” – ამბობს მოძრაობის წევრი, ნიკა ნარსია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share