გაჭიანურებული ექსპერტიზის დასკვნა და პასუხგაუცემელი კითხვები ლექსო ლაშქარავას საქმეზე

,,ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა პასუხები იმაზე თუ, რა გახდა ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ არ არსებობს.

პასუხებს ითხოვს ლაშქარავას დედა თინათინ კახიძეც, რომელსაც რამდენიმე საათის გარდაცვლილი შვილის ცხედარი სახელიდან მოპარეს და ექსპერტიზაზე მისი ნებართვის გარეშე გადაიყვანეს.

,,არაფერი პასუხი არ მაქვს,  პასუხები მინდა… მოიპარეს ჩემი შვილი, წაიყვანეს, რა უქნეს, რა არ უქნეს და ერთი ეს ვიცი, რომ საქართველოში არ გამიგია ასეთი, ორი საათის გარდაცვლილი სახლიდან მომპარეს, არაფერი მე არ ვიცი, გაუბედურებული დავრჩი”, – აცხადებს კახიძე, ტელეკომპანია ,,ფორმულასთან” საუბარში.

საექსპერტო კვლევის შედეგებზე არ ინფორმაციას არ ფლობს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც, მისი თქმით ამ დრომდე არანაირი დასკვნა არ მიუწოდებია მისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ზონდერ ჯგუფების მიერ მიყენებული, სხეულის უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, საავადმყოფოდან გამოწერიდან რამდენიმე დღეში კი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში, დედამ გარდაცვლილი იპოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share