”ქართულ ოცნებას საერთოდ არანაირი ვალდებულება არ აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების. ჩვენ ვთქვით კიდევაც, თუ ეს იქნება ქართული ოცნების კეთილი ნება, იმისთვის, რომ ეს ნება არსებობდეს, უნდა არსებობდეს თანამშრომლობა პარტიებს შორის.
არ ვიცით, როგორ მივიღებთ – მივიღებთ, არ მივიღებთ, როგორ მივიღებთ და რა ფორმულით იქნება. დღეს აქტუალური არ არის ამაზე დისკუსია, ისინი საუბრობენ, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა პარლამენტში, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ოღონდ, იგივე აბზაცში, შემდეგ წინადადებაში ამატებენ, როგორც კი იქნება ცვლილებები, იმავე მომენტში გავარდებიან ქუჩაში და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. ეს ხომ არასერიოზული დამოკიდებულება არის?”
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.