“თითქოს ყველას გვინდა სიკეთე და სიყვარული, მაგრამ”…

სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, თავიდან ბოლომდე შობილია ჩვენი გონებიდან.
სისტემას ჩვენივე აზრებით ვქმნით. that`s for sure.
ჩვენ კი არქეტიპებით და სურათ-ხატებით ვაზროვნებთ.

გონებაში გვაქვს: სიკეთის, ბოროტების, კარგის, ცუდის, დედის, მამის, მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების, წარმატების, წარუმატებლობის, ეშმაკის, ღმერთის და ა.შ. არქეტიპები.

თუ დავაკვირდებით ჩვენ საცხოვრებელ სისტემას, მარტივად მივხვდებით, რომ ახლანდელი ადამიანის გონება შეზღუდულია ნეგატიური არქეტიპებით.
შემდეგ რასაც ხედავს გარშემო იმას იხატავს გონებაშიც, შემდეგ გონება აწარმოებს იგივეს და ერთ წრეზე ვბრუნავთ.
ამ წრეს შეგიძლიათ თამამად უწოდოთ ჯოჯოხეთი.

არქეტიპი არის კონკრეტული სახის ენერგია, ვიბრაცია. როდესაც არქეტიპს ეხები, ხდება ამ ენერგიის გახსნა, როგორც ვიდეო თამაშებში რაღაცის unlock. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხება არ კმარა, უნდა გქონდეს მაგ სიხშირის დაჭერის დიაპაზონი და უნდა იყო მიმღებები. დღეს ეს ძალიან ძნელია.

მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე მოხდეს არქეტიპების ანლოქი, ამას ძალიან კარგად აკეთებენ ზღაპრები, მითოლოგია. ვეფხისტყაოსანი ნამდვილი საბადოა არქეტიპების, მაგრამ სამწუხაროდ …. ბლეყ.

ღმერთებიც ერთგვარი არქეტიპები არიან. მათი გაპიროვნება ხელს უწყობს ადამიანის გონებაში ღვთაებრივი ღირებულებების და მაღალი ვიბრაციის ენერგიების ინტეგრაციას.

ახლა, ქართულ კულტურაში გაპიროვნებული ღმერთის ერთადერთი არქეტიპი გვაქვს, ესაა ქრისტე.

ნუ უდავოა ის ფაქტი, რომ ქრისტეს არქეტიპი არის უზარმაზარი სიყვარულის, თავის მიძღვნის, თავმდაბლობის და სიკეთის არაამქვეყნიური გამოვლინება, მაგრამ მაინც არაა პოპულარული.
თითქოს ყველას გვინდა სიკეთე და სიყვარული, მაგრამ
არ გვინდება რომ ვიყოთ ქრისტეები.
და გვინდება, რომ მაგალითად ვიყოთ: ბიზნესმენები, დიჯეები, როკსტარები, მსახიობები, პოლიტიკოსები და ა.შ.
იმიტომ რომ ეგ ორი ერთად შეუთავსებელი გვგონია, შეუთავსებელი გვგონია ქრისტესმიერი სიყვარულის ტარება და თან გართობა, ბიზნესის აწყობა, პირადი ურთიერთბები, ოჯახი და ა.შ. ამიტომ ქრისტეობა სადღაც სხვა სივრცეშ გვაქვს გაწეული.

ქრისტეს არქეტიპი ჩვენ გონებაში ზის როგორც მიწიერის დათრგუნვა, ჯვარცმა, წამება, მარჯვენაში გარტყმა და მარცხენის მიშვერა და ა.შ.
ქრისტიანი ადამიანის უმრავლესობა არი რაღაცნაირად მძიმე და სევდიანი. ეკლესიაში მომღიმარ ადამიანებს იშვიათად ნახავთ.

ასეთი ცხოვრება თანამედროვე ადამიანს არ უნდა, მას უნდა ხალისი, გართობა, თამაში, ცოლი, ქმარი, შვილი, პარპაში, ცეკვა, სიმღერა, მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად დროის ტარება, თან ისე რომ მეგობარმა არ გასცეს და ა.შ.

ამიტომ ქრისტეობა დასქიფული გვაქვს, არ თავსდება ჩვენ ცხოვრებისეულ გეგმებთან. რაც თავიდან ბოლომდე არასწორი წარმოდგენის ბრალია, იმისათვის რომ გვქონდეს ქრისტე, სულაც არაა აუცილებელი რაღაცეები დავთრგუნოთ. კი, შეიძლება ქრისტე იმ დროს იყო ეგეთ თვისებების მატარებელი, მაგრამ ახლა არაა აუცილებელი მას დავემსგავსოთ.
ასე იმიტომ გვგონია, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ცხოვრობს ღმერთი ადამიანებს შორის.

ამიტომ, ძალიან ძალიან საჭიროა რომ ჩვენი წარმოდგენები განკაცებული ღმერთის შესახებ გავამდიდროთ.
უკვე ჩამოყალიბებულ ფსიქიკას ალბათ ვერ შევცვლით, მაგრამ ახალ თაობაში ნელნელა შეგვიძლია დავნერგოთ, რომ ღმერთს შეუძლია ცეკვა და თამაში, ღმერთს შეიძლება ჰყავდეს შეყვარებული, ღმერთს შეიძლება გაეხუმრო, ღმერთს შეიძლება ემეგობრო, ეძმაკაცო, ედაქალო, ეჭორავო და ა.შ.
ამ აღქმით, ღვთაებრივი ცნობიერება შემოვა ყოველდღურ ცხორებაში და არ გადადებ სადღაც სამომავლოდ.

ასეთი ღმერთის ბრწყინვალე არქეტიპი არის ჩვენი ძმა და მეგობარი კრიშნა. (საერთოდ ვედური პანთეონი დახუნძლულია აი იმენა სიყვარულოვიჩი არქეტიპებით, ყველა შენი მეგობარი ხდება, გინდება რო ჩეხუტო, ეძმაკაცო, მოჯამაგირედ დაუდგე, შვილად აიყვანო, შვილად მიებარო, ფიფა ეთამაშო და ა.შ )

კრიშნა და ქრისტე, აი თითქოს ხო ცალ-ცალკეა, თითქოს ხო შორი-შორსაა, მაგრამ ორივე ერთია.
ორივე უდიდესი სიყვარული და ბედნიერებაა.

ერთი განსხვავებით, კრიშნას, ისევე როგორც ვედური ღმერთების უმრავლესობას, როგორც მომღიმარს ისე გამოსახავენ, ქრისტე თითქმის ყველა ხატზე სევდიანი და მოქუფრულია. აი ეს ქმნის ალბათ არქეტიპებს.
ამიტომ კრიშნას ტაძრებში მღერიან, ცეკვავენ, ერთობიან.

და ეს არის ულამაზესი ❤

ჰოდა არაფერი განსაკუთრებული, მინდა ეგ სილამაზე მართლმადიდებლურ ტაძრებშიც ვიხილო:
ღვთაებრივი ნექტარით გაბრუებული ადამიანები, რომლებიც სიმღერით და ცეკვით ერთიანდებიან ქრისტესთან, მისი გულით გრძნობენ და მისი გონებით ფიქრობენ.
შიშის ნაცვლად, სიყვარულით მსახურობენ, უღიმიან, ეჭორავებიან, უყვებიან თავის ამბებს, არათავჩაღუნულები და არათვითგვემაში, არამედ მომღიმარები და ბედნიერები.

საქართველო ნაღდად არის ის ადგილი სადაც ქრისტე და კრიშნა შეხვდებიან ერთმანეთს და აი ასე ხელიხელჩაკიდებულები იცეკვებენ და იმღერებენ.

არ უქადის ერთი მეორეს საფრთხეს, თვითონ ძალიან კარგი მეგობრები არიან და გაუხარდებათ მათი მიმდევრებიც თუ იმეგობრებენ.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share