“ეს შურისძიება კი არ არის, არის დავალება, რომელსაც ასრულებს ჩვენი ხელისუფლება, რატომღაც, სამწუხაროდ,” – განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დასრულდა. მორიგი სხდომა 27 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
„ეს შურისძიება კი არ არის, არის დავალება, რომელსაც ასრულებს ჩვენი ხელისუფლება, რატომღაც, სამწუხაროდ, თავის შვილებსა და შვილიშვილებზე ხომ უნდა იფიქრონ? ბოლოს და ბოლოს, მომავალზე ხომ უნდა ვიფიქროთ? ქვეყანა რომ აღარ გვექნება, ეს ნორმალური მოვლენა იქნება?
ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, არც ერთი სიტყვა იქ მოგონილი და აუდიტორიაზე გათვლილი არ იყო, ის დღე და ღამე ასე ფიქრობს, ასე აზროვნებს, ამ კატეგორიებითა და ამ ინტერესებით ყოველთვის ასეთი იყო და ასეთია.
მე ვფიქრობ, რომ მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება იმიტომ რომ, ძალიან ნათელი იყო. ჩემთვის ისედაც გაქარწყლებული იყო მანამდეც, ვადევნებდი თვალს, ჩემი შვილის ცხოვრების წესი ასე თუ ისე ხომ ვიცოდი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს დეტალები ჩემთვისაც უცნობია ხოლმე, მაგრამ დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდი და ვფიქრობდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო,“- განაცხადა გიული ალასანიამ.