ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს, 11 საათზე, განახლდება.

დაცვის მხარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის, დაკითხვას ითხოვს.

ადვოკატების განმარტებით, ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებში იკავებდა, არანაკლები თანხები აქვს დახარჯული იგივე მიზნებით, რაზეც მესამე პრეზიდენტს გამოძიება ედავება.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე დევანდელი პროცესი დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის  სახელმწიფო ბრალდება 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share