სამარცხვინო ფურცელი ქვეყნის ისტორიაში და სასამართლო პროცესი, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართულ მართლმსაჯულებას. ოცნების ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს 9 წლის განმავლობაში 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება, რეალურად კი უტიფრად იყენბს და უთვლის იმ ხარჯებს, რომელსაც ქართული ოცნების მთვრობაც ყოველდღიურად ეწევა.
მიხიელ სააკაშვილს დღეს პირველად მიეცა შესაძლებლობა დეტალურად ესაუბრა ივანიშვილის პროკურატურის ბრალის აბსურდულობაზე და როგორ წარმატებით ასრულებს ოლიგაქიული რეჟმი კრემლის დაკვეთას.
მიხეილ სააკაშვილის მთავარი პროტესტის გრძნობას კი მაინც ბრალდებების შინაარსი იწვევს – ქვეყნის ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება კორუფციის დამარცხება, სწორედ კორუფციულ ბრალდებებს აპროტესტებს და განსაკუთრებული ემოციით საუბრობს მისი შვილის, ედუარდ სააკაშვილის სწავლის დაფინანსებაზე.
სასამართლო დარბაზში შეკრებილებისა და მთელი საზოგადოების წინაშე მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა ხარჯი, რომელსაც პროკურატურა ედავება საქართველოს სახელმწიფოსა და ქვეყნის იმიჯისთვის იყო გაღებული.
ტვ მთავარი