ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ დღეს, პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ მესამე ვადით ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დავით დარჩია აირჩია.
ოზურგეთის 45 მანდატიან საკრებულოში -30 “ქართული ოცნება”, 11 “ნაციონალი მოძრაობა” და 4 “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატია.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა.
დეპუტატების პირველ შეკრებას ხმაურისა დ ა დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. “ოცნებისა” და ენმ-ის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის დაკავებით დასრულდა,
მჟავანაძეს გამოძიება ორი მუხლით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ დაპირისპირებას ედავება.