კვერცხი – 41%-ით, ზეთი – 40%-ით, კარტოფილი – 33%-ით – პროდუქტები, რომელიც დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ top-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • კომბოსტო – 96.7%
  • ბადრიჯანი – 74.7%
  • ქლიავი – 58.3%
  • ყურძენი – 41.4%
  • კვერცხი – 41.6%
  • მზესუმზირის ზეთი – 40.7%
  • ჭარხალი – 39.6%
  • შაქარი – 34.7%
  • სტაფილი – 34.2%
  • კარტოფილი – 33.7%

მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულ პროდუქტებს შორის ვერ მოხვდა, მნიშვნელოვნად, 22-ით არის გაზრდილი ფასი ხორბლის პურზე და ფქვილზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share