ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

ვაქცინაციის შემდეგ მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share