ავსტრალიაში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

დღეიდან ავსტრალიაში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.

„ეს კარგი ამბავია მილიონობით ოჯახისთვის, რომლებსაც თავიანთი შვილების აცრა სურთ“, – აღნიშნა მორისონმა.

თავდაპირველად ბავშვებს „ფაიზერის“ ვაქცინაცით აცრიან, თუმცა მომავლისთვის ადგილობრივი მარეგულირებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებასაც განიხილავს.

 

ორ დოზას შორის ინტერვალი 8 კვირას შეადგენს.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share