მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშში – ომბუდსმენმა 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მესამე პრეზიდენტის მიმართ დარღვევად შეაფასა მისთვის სასამართლო პროცესებზე დასწრების შეზღუდვა და მისი ძალის გამოყენებით გადაყვანა რუსთავიდან გლდანის ციხეში:
“საქართველს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როდესაც მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე დაუსაბუთებელი არგუმენტით, ჩვენი აზრით, არ მიეცა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას” განაცხადა ნინო ლომჯარიამ.