“ენმ” კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდა – ოპოზიცია მესამე რაუნდს ელოდება

გრიგოლ ვაშაძემ და კობა ნაყოფიამ ევროკავშირის რეზიდენცია უკვე დატოვეს. შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

“ჩვეულებრივი კონსულტაციები იყო, რომ პროცესები უფრო დაჩქარდეს” – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ნაყოფია.

ავქე  – ამ წუთებში ოპოზიცია გეგმებთან დაკავშირებით სამსჯელოდ “ლელოს” ოფისში იკრიბება.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ორი კვირა გავიდა და ჯერ მთავარი, მესამე რაუნდი, არ გამართულა.

მთავრობის ოპონენტები პოზიციას არ ცვლიან, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში შესაძლოა პარლამენტი ერთპარტიული იყოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share