ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკში 2021 წლის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 22-მა მოჭადრაკემ მიიღო.
პირველი ადგილი 14 წლის მიხეილ აფხაზავას ხვდა წილად.
მეორეზე- ნუგზარ გვარჯალაძე, ხოლო მესამე ადგილზე ტარიელ ხუხუნაიშვილი გავიდა.
დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონი 7 წლის ნიკოლოზ ჟორდანია გახდა, მეორეზე – 11 წლის ლილე ფირცხალაიშვილი, ხოლო მესამე ადგილზე 9 წლის ანასტასია კვირკველია გავიდა. გამარჯვებულებს თასები და პრიზები გადაეცა. ღონისძიების ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური გახლდათ.