ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საზოგადოება უკვე გადაღლილია ქვეყანაში არსებული პრობლემებით, რასაც ემატება პანდემიაც და მოქალაქეები ვეღარ ხედავენ პერსპექტივას:
„მართალია, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც პრაქტიკულად თუ არა, რაღაც გამონაკლისი პერიოდები სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო ორი ბანაკი და მეტი სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და რაც მე მგონი, არავის სურს, დავინახოთ გამეორებული ამ ქვეყანაში. ეს ფურცლები წარსულის, რომელიც ერთად არ გაგვიაზრებია დღემდე, ეს არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.