“სუსტად გამოიყურებოდა… 23-ში პროცესზე დასწრებას არ ვურჩევ” | ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

“მიხეილ სააკაშვილს 23 დეკემბერს სასამართლო პროცესზე დასწრებას არ ვურჩევ” – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არ შეცვლილა და პერიოდულად იცვლება.

”დღეს პრეზიდენტი სუსტად გამოიყურებოდა, თვითონაც აღნიშნავს, რომ გადაღლილია, ურჩევნია, იწვეს და იყოს წყნარად. ნევროლოგიური სტატუსი არ შეცვლილა, ხან ცოტათი უმჯობესდება, ხან ცოტათი უარესდება. დღეს შეიძლება შეფასდეს, რომ მისი ნევროლოგიური სტატუსი მკვეთრად გამოხატულია და ეს არ არის ნორმალური.

ხვალ კონსილიუმი მოვა საბოლოოდ პრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად და დასკვნა მოჰყვება ამას, ხვალვე იქნება თუ ზეგ დილას ამას ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ 23-ში პროცესზე დასწრება არ იქნება დასაშვები, არ ვურჩევ, ძალიან სუსტად არის, უჭირს დგომა, სიარული, ადვილად იღლება და ამ მიმართულებით გამოსწორებას არ ველით 2-3 დღეში”,- თქვა ოთარ თოიძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share