გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენელი, ექიმი ოთარ თოიძე არ შეუშვეს. როგორც თოიძემ თქვა, თავდაცვის სამინისტროს მისთვის მიზეზები არ განუმარტავს.
“დაახლოებით 30-წუთიანი ლოდინის შემდეგ, განმიცხადეს, რომ დღეს მე სამწუხაროდ ვერ შევალ. მე პრაქტიკულად ყოველ საღამოს ვნახულობდი მას ჯანმრთელობის მონიტორინგის თვალსაზრისით, დღეს ეს უპრეცედენტო ამბავი მოხდა. ამ დროს ჩამოვსულვარ, ამაზე უფრო გვიანაც შეფერხება არ ყოფილა არც ერთ შემთხვევაში.
“არავითარი განმარტება არ იყო, უბრალოდ მითხრეს, რომ უკაცრავად, მაგრამ დღეს ვერ შეგიშვებთო”, – განაცხადა ოთარ თოიძემ.
ოთარ თოიძესთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არც მას უშვებენ.