საქალაქო სასამართლოში ამჯერად ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს. ასმათ დვალიშვილმა, გოგი წულაიას ინტერნეტ აქტივობის გამო უჩივლა. წულაია უარყოფს დვალიშვილისთვის “ფეისბუქზე” მეგობრობის თხოვნის გაგზავნას, რის დასამტკიცებლადაც მის ტელეფონზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.
“მედავება იმას, რომ მე ვითომ 16 დეკემბერს 7-ის ნახევარზე დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება თუ მოწონება, რაღაც “ფეისბუქ” აქტივობა შევასრულე, რამაც თურმე იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მიმართა სასამართლოს.
გამოძიებას და პროკურორს ვეუბნები, ესაა ჩემი ტელეფონი, შეამოწმეთ – არის? უარესის ღირსი ვიქნები,” – ამბობს გოგი წულაია.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ასმათ დვალიშვილი შემაკავებელი ორდერის შემდეგ, ე.წ. დამცავი ორდერის გამოცემას ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, საქმე შეკერილია და საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა