ღარიბებიც არიან და არც არაფერს არ იკლებენ – კონსტანტინე გვარამაძე გურიის ეკონომიკის შესახებ “გურიის ნაწარმოებს შეადგენს: ღვინო, ოტკა, აბრეშუმი, სიმინდი, ღომი, ხილი და ყველი. ოტკიდან შევა გურიაში დაახლოებით 60 000 მან., ამდენივე სიმინდიდგან; ღვინიდგან 20 000 მან., ამდენივე თუთუნიდგან. ხილიდგან 5000 მან., პარკიდგან (აბრეშუმი) 200 000 მან. სულ გურია გაჰყიდის 345 000 მან. ნაწარმოებს. გარედ გასულნი ვაჭარნი, ჩინოვნიკი და სხვანი შემოიტანენ არა უმცირეს 365 000 მანეთისა და თვითონაც იმუშავებენ თავისთვინ 1 000 000 მან. მაშასადამე გურიაში სულ ბრუნავს 1 710 000 მან.
აქაურები ხელგაშლილად სცხოვრობენ ამისათვის თავიანთი აღებული არა ჰყოფნით და ვალებს იღებენ. თვითოეული მოსახლე ორთა შუა რიცხვით 150 მან. ვალებს იღებს, სულ კი 1 200 000 მან. მთლიანობაში გურიაში ხარჯავენ 2 910 000 მანეთს მაშინ როდესაც შემოსავალი აქვთ 1 710 000 მანეთი.
მიზეზი ხელ-გაშლილი ხარჯებია, რომ ხალხი აქ მეტად დაღარიბებულია, მთელს საქართველოში გურიაზე უღარიბესი ხალხი ნაკლებადაა და ამათზე უმდიდრესად მცხოვრებნი-კი თვით ცხოვრებაში ნაკლებია. ღარიბებიც არიან და არც არაფერს არ იკლებენ. გურულებმა ტირილ-ქორწილში, წვეულებებში ისეთი მასპინძლობა იციან აქ, რომ საკვირველი.”
ფოტოზე: გურიის ეთნოგრაფიის მკვლევარი – კონსტანტინე გვარამაძე 1901 წელი.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.