გეგეჭკორი: ადამიანის სახე ბევრმა დაკარგა ამ დღეებში…

”ადამიანის სახე ბევრმა დაკარგა ამ დღეებში… დამნაშავეს თუ დანაშაულით სჯი მასზე უარესს ჩადიხარ. არც ერთი ადამიანის ცოდვა არ მოეკითხება მეორეს, რაც არ უნდა ახლოს უნდა იყვნენ ისინი გენეტიკურად. ყველა ადამიანი თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ დანაშაულზე და ეს პასუხისმგებლობა კანონით უნდა მოეთხოვოს და არა სხვა ადამიანების რისხვით.
ბავშვების ატალახება მშობლების მიერ ჩადენილი სიბინძურეებით იმაზე უარესია რასაც გუშინ პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალი.
იმედია, ოდესმე მაინც გავიაზრებთ რომ როგორმე უნდა შევთანხმდეთ, დანაშაულისთვის ადამიანმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, საკუთარი და არა შვილების ან ახლობლების ბედით.”

ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share