ასეთ სახლში იზრდებოდა ყველა უწინ, სადაც სითბო, სიყვარული სუფევდა. მახსენდება ეს ხომ იყო თითქოს გუშინ, ბებო კეცზე ნეშოს მჭადებს აჯენდა. ბაბუ ამდროს ჭურისთავზე იდგა მკვირცხლი და ორშიმოს დიდ ჭურების შუაგულში ბუყ ბუყით და ხვრეპის ხმაზე ავსებდა. მერე მჟავეს მოიტანდა ნივრის სუნით და ზედ ქორფა მწვანილებსაც ადებდა. ყველა ერთად დავსხდებოდით თბილ ბუხართან, მისი ალი ხშირად ცრემლებს გვადენდა, ბებო სუფრას შეკაზმავდა ნახალმ ყველით, კეცის მჭადეზე გემრიელად დადებდა . რა ვიცოდი ბავშვი ვიყავ ეს ამბავი, თუკი ახლა ამდენ ცრემლებს მადენდა, ჩემო დიდო წინაპრების ოდა სახლო, მუდამ შენი მოგონება დამდევდა. რავქნა ვერც მე გადაურჩი წლების დენას, ბაბუ შენი შვილიშვილიც დაბერდა, და ეს ტკბილი მოგონება გულსაც მითბობს, იქ დროებით დაბრუნება არ მაწყენდა. გაიღვიძე საქართველო,ჩემო დედა, ოდა სახლში რა ხანია გათენდა… ავტორი: მიხეილ თვალიაშვილი