”დღეს რომ ჩვენი მთავრობა იყოს, სიკვდილიანობა 3-ჯერ ან 4-ჯერ ნაკლები იქნებოდა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებას ეხმაურება და მორიგ მიმართვას ავრცელებს.

მესამე პრეზიდენტი ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებსა და იმ არასწორ გადაწყვეტილებებზე წერს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პანდემიის დაწყების დღიდან მიმართავს და რამაც უმძიმესი შედეგები გამოიწვია:

“ბოლო 3 დღეში საქართველოში კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა​. ყველა უბედურებასთან ერთად ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი. ეს იმ პირობებში, როცა საქართველოში ბიზნესს ათმაგად მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს, ვიდრე უკრაინაში. თითქმის მთელი დრო, ყველა კაფე და მაღაზია მუშაობდა კიევსა და ოდესაში და ტურისტულ სექტორზე დამოკიდებულ საქართველოში დრაკონულად მოკეტეს ყველაფერი.

თითქოს არაფერი და გავატარეთ ტიკარაძის აღიარება, რომ ძირითადად ხალხი იღუპება საავადმყოფოში აკიდებული დამატებითი ინფექციის გამო. მაშინ რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა. ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა”,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share