მსახიობმა ილო ბეროშვილმა გადაცემა “რეაქციაში’’ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ადამიანებს მორჩილების კრიტერიუმით არჩვენ და არა საკუთარი საქმის ცოდნის მიხედვით.
“შეიძლება, ყველა არ არის ბოროტი, შეიძლება, ყველას ცუდი მიზნები არ ამოძრავებს, მაგრამ უცოდინრობასაც იგივე ბოროტება მოაქვს. როგორც ქირურგმა შეიძლება დაღუპოს ადამიანი უცოდინრობით, ამდენი უცოდინარი ადამიანი, რომლებიც მხოლოდ იმ კრიტერიუმით არიან შერჩეული, რომ იყვნენ მორჩილები, ძალიან საშიშია”, – ამბობს მსახიობი.