85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
რეზო ამაშუკელი 1936 წლის 24 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: “ცისკარი”, “მნათობი”, “ლიტერატურნაია გრუზია”, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში.
რევაზ ამაშუკელის ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი (“ლექსები”, “ზედაზნის მთვარე”, “შენდამი”, “მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს”, “ტირისკონი”, “აკმე”).
2018 წელს “ქართველ ჩოხოსანთა დასის” მიერ ეროვნული გმირის “ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი” მიენიჭა.