გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 10-11 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში დღისით +8, +13 გრადუსი იქნება.
13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.
თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა კი 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, 13 იანვრიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.