ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 833 ადამიანი გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 44522
- გამოჯანმრთელებულია – 28633
- მათ შორის გარდაცვლილია – 362
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3080
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2264
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4253, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 47 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.