რეკომენდაციები სიცოცხლისათვის

1-ჩიყვი ან ჩიყვთან ასოცირებული, რომელიმე დაავადება თუ გაქვთ, ქოქოსის კარაქი მიიღეთ რეგულარულად. მკურნალობა ძალიან წარმატებული იქნება, ამ ინგრედიენტის ფონზე. ქოქოსის კარაქის ფონზე, ძალიან ნაკლები შანსია, უშედეგო დარჩეს მიმდინარე მკურნალობა. ნაკლები შანსია. საოპერაციო დარჩეს ადამიანი. ქოქოსის კარაქი, ასევე, იდეალურ შედეგს მაძლევს პაციენტებზე , კუჭის წყლულის მკურნალობის დროს. ქოქოსის კარაქი, ჰორმონებს აბალანსებს. ჰორმონების მოშლაა , ყველა დაავადების ბაზისი.
2-გამოცდილია, ყველაზე კრეატიულია, ევროსტანდარტია. ჩამოთვლილი პროდუქტები, ყველაზე მეტად უწყობენ ხელს, ქოლესტერინის დაბალანსებას. ცნობილია, რომ ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მუდმივად უნდა მიიღო. შეწყვეტის შემთხვევაში, კვლავ ლიპიდური ცვლის , მზარდი დისბალანსია . ქოლესტერინს, მედიკამენტზე უფრო რეალურად და ფიზიოლოგიურად არეგულირებს-წითელი ბრინჯი, რომელზეც ადრე, დეტალურად გესაუბრეთ. სალათის ფურცლების, ხშირი გამოყენება. გოგრა, ნიგვზის ზეთი, ცხიმიანი თევზი, ქოქოსის რძე, ნახშირი, ბროწეული, ფინიკი, ორაგული, ვაშლი ,შვრია. წითელი, სუფთა ღვინო. დარიჩინი, ლიმონი, კოჭა, თაფლი, ნიორი, ვაშლის ჩიფსები, სელის ზეთი, დე ვიტამინი, თხილეული, ავოკადო, ციტრუსები, ლამინარია. სამწუხაროდ, ზოგი, დროს ჩამორჩენილი ექიმები, დღეს კვლავ უკრძალავენ ნიგვზის ზეთს-დიაბეტის, ქოლესტერინის პრობლემის და სიმსუქნის დროს. ამ დროს კი, ნიგვზის ზეთი, ყველაზე დიდი მკურნალია, ამ პათოლოგიური მდგომარეობების. ასევე ღორის ქონი, რომელსაც ზოგი დღეს , საბჭოთა მედიცინის წესის მიხედვით, უსასტიკესად კრძალავს. ღორის ქონის, ზომიერი მიღება და საერთოდ ღორის ხორცი, ახალი მედიცინის ევროსტანდარტებით, სწორედ ,ქოლესტერინის , სიმსუქნის და გულის დაავადების დროს, აღარ იკრძალება. პირიქით, ინიშნება. ისე გაქვთ, ეს აკრძალვა ტვინში ჩაჭედილი, რომ უცნაურად გესმით ეს ტექსტი. მაგრამ, საუბარია, სუფთა და ეკოლოგიურად, ნორმალურ პირობებში გაზრდილ ღორზე. რომელიც სუფთაა და არ შეიცავს სხვადასხვა მიკრობებს. ადრეც გითხარით და ვიმეორებ-არ შეჭამოთ ისეთი ღორის ხორცი, რომელიც ძველი ,უვარგისი წესით აა გამოყვანილი. ანუ ღორს ჩაამწყდევდნენ, ახალი წლის წინა თვეში. არ ამოძრავებდნენ, საკვებს ჩაუყრიდნენ და ასე ხელოვნურად-ათეროსკლეროზულად ასუქებდნენ. ღორის ხორცი კარგია და საჭმელად ჯანსაღია, თუ ღორი დარბის და წიწიბოს, ბალახს და სხვა ნატურალურ საკვებს ჭამს .არ შეჭამოთ , ხელოვნური ვიტამინებით და კომბინირებული, ხელოვნური საკვებით დასუქებული, არც ქათმები არც ღორის ხორცი. ეს, კიბოს უპირობო წყაროა. 3-სახსრის ნებისმიერი დაავადება, შაბლონური მკურნალობით ,არ მორჩება სრულფასოვნად. მთავარი, სახსრების დაავადებების დროს, აქცენტი, თანამედროვე სახელწოდების დიკლოფენაკების ჯგუფზე, კი არ უნდა იყოს, არამედ, იმ საბაზისო ინგრედიენტების შევსებაზე, რომელთა ნაკლებობამაც გამოიწვია, სახსრის სტრუქტურის დაზიანება. სახსრის ნებისმიერი დაავადების დროს, აქცენტი აიღეთ და აკონტროლეთ-ცე ვიტამინი, ბე მეცხრე ვიტამინი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, დე ვიტამინი, სილიციუმი, მაგნიუმი, თუთია. ასევე , აუცილებლად აკონტროლეთ- ჰიალურონის მჟავას დონე. ეს არის გასაღები, გადაგვარებული სახსრის მორჩენის. ეს არის მკურნალობის ევრო და ამერიკული , თანამედროვე სტანდარტი. რომელ გზაზე დადგომაც, კონკრეტულ ადგილზე ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. სასწაულს არ ვახდენ. როცა სახსრის მკურნალობის დროს, აკადემიური პაციენტი, ბოლომდე მომყვება, ამ დავალების შესრულებით, შედეგიც საუკეთესოა. რა თქმა უნდა ეს, მკურნალობის სრული პანორამა არ არის. მაგრამ, ეს ბაზისი თუ არ განხორციელდა , ყველაფერი აბსურდია. მით უმეტეს, კნინობითი მიდგომაა-დიკლოფენაკების ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ, დროებით აყუჩებენ. ჰიალურონის მჟავა , თუ ნორმის ფარგლებში გექნებათ, სახსარი არ გადაგვარდება,. ხრტილი არ დაზიანდება. სახსარი არ დაბერდება. სიარული და ყველა მოძრაობა, კომფორტული იქნება. ჰიალურონის მჟავა, ასევე გამოიმუშავებს-ცილა კოლაგენს. კოლაგენის ნაკლებობა წამყვანია, სახსრის , ყველა დაავადების დროს. ჰიალურონი, თუ ნორმაში გექნებათ, ძალიან ძნელად დაიბუდებს , ორგანიზმში ჭიები. ასევე ის , ძალიან აწესრიგებს მხედველობას. სახსრებით დაავადებულებმა, ხშირად უნდა მიიღონ, კოჭას და კურკუმას კურსები. სახსრებით დაავადებულმა, უხშირესად , უნდა ჭამოს კიტრი. ასევე, ხშირად უნდა მიიღოს, კიტრის ყვავილის ან ფოთლების ნაყენი, რძე, ფორთოხალი. რაც შეეხება-ჟელატინს, ხაშს, ამით მაინც ვერ აინაზღაურებ, თუ ცილა —კოლაგენი დაქვეითებულია.

4-დამბლას ბევრი წინაპირობა აქვს, თავის და ზურგის ტვინის ასპექტში. მაგრამ ,ის არ დაიწყება, თუ ადამიანს სისხლში არ დაეცა-ბე პირველი ვიტამინი, ცე ვიტამინი, ფოსფორი, სილიციუმი, კა ვიტამინი და კალიუმი.

5-ჩიყვის მკურნალობაში, თუ მთავარი ორიენტირი, მარტო იოდი იქნება, ის საფუძვლიანად არ მორჩება. თუ საბაზისო შემადგენლობა ნორმაშია, რაც ფარისებრი ჯირკვლის, მთავარი ბირთვია, ჩიყვი უფრო ადვილად მორჩება. იოდის ცვლაც რომ მოწესრიგდეს, შეიძლება, მაინც ოპერაცია დარჩეს საჭირო. ამ კომპონენტების დაბალანსება, მყარი გარანტია, ჩიყვის და საერთოდ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მოსარჩენად. ესენია-იოდი, სელენი, თუთია, რკინა.
6-კუჭის კიბოს, წინმსწრები დაავადებებია-ატროფიული გასტრიტი, კუჭის წყლული, კუჭის პოლიპები-მრავლობითი, ძნელადშეხორცებადი. ქრონიკული გასტრიტ ი და ჰელიკობაქტერიული გასტრიტი. ასევე, რამდენიმე სინდრომი. ახლა ვისაუბრებ, მხოლოდ, ქრონიკულ გასტრიტზე. ქართველს გასტრიტზე ეღიმება და უკეთეს შემთხვევაში, მინერალურ წყალს დალევს. მაგრამ , ასე არ არის. 98 პროცენტში, ქრონიკული გასტრიტი, მარტი არ მიმდინარეობს. მას პარალელურად, თან დაყვება-ან პანკრეატიტი ან დუოდენიტი ან ქოლეცისტიტი ან ჰეპატიტი ან ყველა ერთად. ქრონიკული გასტრიტი აქვს, საქართველოს მოსახლების 70 პროცენტს. ყურადღება-რომ გაიგოთ, რატომ ავაადდება კიბოთ, ამდენი ადამიანი. რატომ გაქვთ იმუნიტეტი შეზღუდული, რატომ არის ამდენი ოპერაციები. რატომ არის დღეს, ბავშვი თუ დიდი, ყველა , ჯანმრთელობის პრობლემებით დატვირთული. ქრონიკული გასტრიტი, რომ აქვს ადამიანს, საკვების შეწოვის და მონელების პროცესები დარღვეულია. ამიტომ აქვს, მოსახლეობის 80 პროცენტს, დიზბაქტერიოზი და ანემია. ანემიურ ადამიანს, ადვილად ემართებ ა ი ნსულტი ან ინფარქტი. ეს ის ანემიაა, უხშირეს შემთხევაში, მსუბუქს რომ ეძახიან , მედიცინის განვითარების ,დროს ჩამორჩენილები. როგორც ხშირად ვამბობ, დიზბაქტერიოზის, ატიპური ფორმები მეტია. ანუ დიზბაქტერიოზები, მანდამაინც , აშლილობით არ მიდის. დიზბაქტერიოზი როცა არის, რამდენიმე ვიტამინი ,რომელიც მხოლოდ, ნაწლავის ფლორაში წარმოიქმნება, ვერ გამომუშავდება. ასევე მოშლილია, შეწოვა-მონელების მთელი წრე. ამის ფონზე , ყველა ვიტამინი დაბლა ეცემა. ვიტამინები კი, იმუნიტეტის ფუძეა. ამიტომ არის, ამდენი დაავადებული ადამიანი, დღეს. კერძოდ იმიტომ, რომ გასტრიტს როგორც დაავადებას, ღიმილით უყურებენ. უმკურნალო ,მწვავე გასტრიტი გადადის, ქრონიკულ გასტრიტში. ქრონიკული გასტრიტი, ადვილად შეიძლება გადავიდეს-წყლულში, პოლიპში და კიბოში. მწვავე გასტრიტი, კუჭის ლორწოვანის ანთებაა. ქრონიკული გასტრიტი კი-კუჭის ლორწოვანის და ღრმა შრეების ანთება. ქრონიკული გასტრიტი-კუჭის, სიმსივნისწინარე დაავადებების ჩამონათვალშია. ქრონიკიული გასტრიტი, რიცხობრივად, უფრო მეტად კაცებს ემართებად , ახალგაზრდა ასაკიდან. მისი ჩივილებია-გულძმარვა, ტკივილი მკერდში და კუჭში. ხან შეკრულობა. ქრონიკული გასტრიტის დროს, ასაკში რომ შევა ადამიანი, თუ არ იმკურნალა, ლორწოვანი გარსი განილევა და ატროფიული გახდება.ვიმეორებ გაფრთხილებისთვის-საერთოდ, კუჭის სიმსივნისწინარე დაავადებებია-ატროფიული გასტრიტი, კუჭის წყლული, კუჭი მრავლობითი პოლიპი, ქრონიკული გასტრიტი, ჰელიკობაქტერიული გასტრიტი. ასევე, რამდენიმე სინდრომი. ატროფიული, რომ ხდება გასტრიტი, მაშინ ჩივილებია-გულისრევის შეგრძნება, მუცლის ხმაური, ბოყინი, ხან აშლილობა. საჭიროა დიეტა-ცოტ-ცოტა ჭამა, უფრო მოხარშულები. არ შეიძლება, ხორცის ნახარშები და ბულიონები. შებოლილები და დამწნილებულები. არ მიიღოთ-ყავა, რძე, ცხიმი, კრემიანი. უპირველესად ,უნდა დაადგინოთ, რა ვიტამინები გაკლიათ. ეს არის, ყველაზე სწორი, საბაზისო მკურნალობა. ისეთი პოლივიტამინი არ არსებობს, ყველა ვიტამინი, რომ იყოს შიგ და სათანადო რაოდენობით. თუ ექიმთან ვერ მიდიხართ, უსახსრობის გამო, გამოიყენეთ, მრავალძარღვას ნაყენი. ეს ფიტოთერაპიაა. დანერგილი, ოფიციალურად მკურნალობაში და იყენებენ ევროპულ ქვეყნებში. მრავალძარღვა იაფია .იყიდება აფთიაქებში. არ გამოიყენოთ, ეზოში მოკრეფილი მრავალძარღვა. შეიძლება, ზედ ცხოველის ექსკრემენტი იყოს. გასტრიტი, თავიდან, მარტივი სამკურნალოა. შემდეგ , უდიდეს პრობლემებს იწვევს. კუჭ-ნაწლავის ყველა უბედურება, თავიდან, უყურადღებოდ დატოვებული გასტრიტით იწყება.

მარინა ტოტოჩავა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share