“ნეტა ხვდებოდეთ რა გაუკეთეთ სახელმწიფოს”

ჟურნალისტი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რყევა მაშინ დაიწყო, როცა მას მხარი არ დაუჭირა თბილისმა და დიდმა ქალაქებმა. ეს იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში რეგიონებში სახელმწიფოს მტაცების არანაირი სიმპტომი არ იყო.
დღეს ვითარება პოლიტიკური პერსპექტივის პრიზმაში ბევრად რთულია და ვერ ვგრძნობ ამას ხვდებოდეს არჩევნების შედეგად მეტი ხმის მფლობელი პოლიტიკური ძალა.
თუ კომისიის წევრებმა გუდას პირი მოხსნეს, რა ხდება?
პირადად ჩემთვის – ეს არაერთხელ დამიწერია – არჩევნების გაყალბება, თუნდაც ერთი ხმით, არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გათანაბრებული ქმედება. ეს არის ჩემი შვილებისთვის წართმეული პერსპექტივა.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იმარჯვებს არჩევნებში – ეს უნდა მოხდეს სამართლიანად, კანონიერად და ლეგიტიმაციის უმაღლესი სტანდარტით. არანაირი – იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის ანაბანა – ყოველთვის ჩემი მოსაწონი პოლიტიკური ძალა ვერ იქნება ხელისუფლებაში და არც უნდა იყოს. მით უფრო, რომ ჩემს შვილებს შესაძლოა, საერთოდ სხვა პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეთ.
“ჩემი ძმაკაცი” სრულებითაც არ ნიშნავს – კარგ პოლიტიკოსს. “ჩემი ძმაკაცი” – ჩემი მონური ფსიქოლოგიის და ეგოისტური მისწრაფებების ნაყოფია, თუ მასთან ღირებულებითი კავშირი არ მაქვს.
პროცესი, რაც ახლა ვითარდება და რაც არის 31 ოქტომბრის შედეგი – თვალნათლივ ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ეს ყანაც კი არ გახლავთ, სადაც კარგი მოსავლის მისაღებად აგროწესების დაცვაა საჭირო.
და ბოლოს, არაერთხელ დამიწერია ეს სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების გათვალისწინებით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენის გარდა ციხისთვის არავინ მემეტება.
ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ეს “ვერ გამეტება” მუდამ გულწრფელია. ამის მიუხედავად დღეს ღიად ვამბობ – სახელმწიფოს პარალიზების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცენდენტო დანაშაულის – თუნდაც ერთი ხმის გაყალბების – საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, თანამდებობრივი გულგრილობისა და სახელმწიფოს კრიზისში შეყვანის გამო, რა დროც არ უნდა გავიდეს, თამარ ჟვანია საბრალდებო სკამზე უნდა აღმოჩნდეს! და ასევე ყველა ის პერსონა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი გახლავთ, ვინც საარჩევნო კომისიის წევრებს უმძიმესი დანაშაულის ჩადენას- (ადამიანის მოკვდინებაზე უფრო მძიმე დანაშაულის) – არჩევნების გაყალბებას აიძულებდა. რა თქმა უნდა, ეს ხვედრი უნდა გაიზიაროს ყველამ, ვინც თუნდაც ერთი ხმის გაყალბება უზრუნველყო ან ხელი შეუწყო. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოში ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. არც უნდა არსებობდეს.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში. ვინ არის ძალა, რომელიც აიძულებს. ხვდება ამას ნეტავ ოპოზიცია? ხელისუფლება რომ ვერ ხვდება – ვხედავ. ნეტავ ხვდებოდნენ ჩემი გამყალბებელი თანამოქალაქეები რა დღეშია ახლა ქართული სახელმწიფო… ნეტავ ხვდებოდეს თავად “ქო” რა პერსპეტივა აქვს… როგორ გძინავთ, როგორ უყურებთ თვალებში საკუთარ შვილებს? ნეტავ ხვდებოდეთ, რა გაუკეთეთ სახელმწიფოს …”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 71
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 62
    "ქვეყანას მიეცა შანსი, დაასრულოს ეს პათოლოგიური სპექტაკლი, რომელიც მას კატასტროფისაკენ მიაქანებს""ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულ სტაგნაციაშია. არ იზრდება და არც ვითარდება"- წერს სოციალურ ქსელში ამერიკასი მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული: "ემოციური და პათეტიკური ფაქტორები რომ მოვხსნათ და სუფთა პრაგმატულ ჭრილში განვიხილოთ, რატომ არის საჭირო ბოიკოტი. ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულ სტაგნაციაშია. არ იზრდება და არც ვითარდება. არავითარი პრინციპები, ღირებულებები, მწყობრად…
    Tags: და, არ, რომ, ეს, პოლიტიკური, უნდა, არის
  • 61
    "ამ ქვეყანაში ივანიშვილმა, ბელადომანია დაამარცხა""საბანს ყველა თავისკენ­ ქაჩავს­ და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება" პოლიტიკის გამო ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "ქართული ოცნების" მომხრეები ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი სავსებით ლოგიკურია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის თაობაზე კამათობენ თითქმის ყველგან, ზოგჯერ უახლოესი ადამიანებიც…
    Tags: და, არ, რომ, ეს, არის, ვერ
  • 59
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ